| From : | Mkurnali |
| To : | Maia Tabagari |
| Subject : | FW: Belarusis respublikis prezidentis viziti da monacileoba |
| Cc : | Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Sopo Belkania |
| Received On : | 20.03.2018 13:05 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა (მინისტრის მონაწილეობა დღის წესრიგში გახაზულია ყვითლად). პროგრამის მიხედვით მინისტრის შეხვედრების დრო და ადგილი უკვე შეთანხმებულია. ასევე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება საგზაო რუკას „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 23 აპრილს ხელმოწერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას სამედიცინო განათლების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ექსპორტის განვითარების, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის სფეროებში.
საგზაო რუკას ხელს აწერენ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ვალერი მალაშკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. (22 მარტი -16.45-17.00 erTobliv dokumentebze xelmoweris ceremonia - პრეზიდენტის სასახლე).
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ასევე ტარდება საქართველო-ბელარუსის რესპუბლიკის ბიზნეს ფორუმი, (აღნიშნული პროგრამა თანდართულია), რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ნაწარმის და მათი ხარისხის კონტროლის, ფარმზედამხედველობის, სამეცნიერო კვლევების, სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობის ბრუნვის სფეროში. აღნიშნულ მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე პაატა ბუკია და ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" დირექტორის მოადგილე სერგეი მარჩენკო.
ასევე დაიგეგმა ბატონი დავითის და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის -ვალერი მალაშკოს ორმხრივი შეხვედრა (სავარაუდო დრო 22 მარტი 12:30-13:30 -Courtyard Marriott-ი Board Room).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ უზრუნველყოთ ღონისძიებების როგორც გაშუქებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა, ასევე ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი მემორანდუმის ხელმოწერის ასისტირება.
მემორანდუმის ასლებს მოგაწვდით მატერიალურად.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942