From : Mkurnali
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : FW: Belarusis respublikis prezidentis viziti da monacileoba
Received On : 22.03.2018 12:08
Attachments :

 

 

Mariana Mkurnali

Head of Interational Relations Division

HR Management and International Relations Department

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

144 A.Tsereteli Avenue, 0159, Tbilisi, Georgia

Mobile number: +995 599 49 09 42

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942

 

From: Mariana Mkurnali
Sent: 20 March, 2018 17:06
To: Maia Tabagari
Cc: Nino Mamaladze; Sopo Belkania (sbelkania@moh.gov.ge)
Subject: FW: Belarusis respublikis prezidentis viziti da monacileoba

 

მოგესალმებით,

 

გთხოვთ, იხილოთ თანდართული  ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამა (მინისტრის მონაწილეობა დღის წესრიგში გახაზულია ყვითლად). პროგრამის მიხედვით მინისტრის შეხვედრების დრო და ადგილი უკვე შეთანხმებულია. ასევე მოგახსენებთ, რომ  აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება საგზაო რუკას „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 23 აპრილს ხელმოწერილი ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობას სამედიცინო განათლების, ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ექსპორტის განვითარების, ორგანოებისა და ქსოვილების ტრანსპლანტაციის სფეროებში.

 

საგზაო რუკას ხელს აწერენ ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ვალერი  მალაშკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. (22 მარტი -16.45-17.00 erTobliv dokumentebze xelmoweris ceremonia - პრეზიდენტის სასახლე).

 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ასევე ტარდება საქართველო-ბელარუსის რესპუბლიკის ბიზნეს ფორუმი, (აღნიშნული პროგრამა თანდართულია), რომლის ფარგლებშიც ხელი ეწერება ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსა და ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“ შორის.

 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სამკურნალო საშუალებების, სამედიცინო ნაწარმის და მათი ხარისხის კონტროლის, ფარმზედამხედველობის, სამეცნიერო კვლევების, სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობის ბრუნვის სფეროში. აღნიშნულ მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს  უფროსის მოადგილე პაატა ბუკია და  ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული საწარმოს "ექსპერტიზისა და კვლევების ცენტრი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" დირექტორის მოადგილე სერგეი მარჩენკო.

 

ასევე დაიგეგმა ბატონი დავითის და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის -ვალერი მალაშკოს ორმხრივი შეხვედრა (სავარაუდო დრო 22 მარტი 12:30-13:30 -Courtyard  Marriott-ი Board Room).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ უზრუნველყოთ ღონისძიებების როგორც გაშუქებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა, ასევე ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი მემორანდუმის ხელმოწერის ასისტირება.

 

მემორანდუმის ასლებს მოგაწვდით მატერიალურად.

 

პატივისცემით,

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942