From : Mkurnali
To : Natia Khmaladze
Subject : RE: რეორგანიზაცია/შერწყმის პროცესის ეტაპზები
Received On : 27.06.2018 10:21
Attachments :

მადლობა.

 

პატივისცემით,

 

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Natia Khmaladze
Sent: 27 June, 2018 14:13
To: Mariana Mkurnali
Subject: Fw:
რეორგანიზაცია/შერწყმის პროცესის ეტაპზები

 

FYI

 


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natia@moh.gov.ge


From: Natia Khmaladze
Sent: Monday, June 25, 2018 9:51 PM
To: David Sergeenko
Cc: Sopo Belkania
Subject:
რეორგანიზაცია/შერწყმის პროცესის ეტაპზები

 

ბატონო დავით, დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით, მოგახსენებთ შემდეგს:

 

ზოგადად ეს პროცესი პირობითად შეგვიძლია დავყოთ სამ ეტაპად:

  • I ეპატი.
    საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კანონებში (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ნაწილში - 75-მდე, დევნილების ნაწილში - 5 კანონი) განსახორციელებელ საბაზისო ცვლილებებს, პროცესების დაწყებისთვის.
    განხორციელების ვადა: დამოკიდებულია პარლამენტის მიერ მის მიღებაზე (სავარაუდოთ 1-2 თვე).
     
    შენიშვნა:
    ამ წუთის მონაცემებით, ჩვენი სამინისტროს ფუნქციებთან ერთიანდება დევნილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გარდა: დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებისა (ეს მიაქვს ინფრასტრუქტურას); მიგრაციის, რეპატრიაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებისა - მიაქვს შსს).  ხვალინდელი მთავრობის სხდომაზე, ველოდებით გარკვეული ნიუანსების კიდევ დადგენას (მათ შორის დევნილთა სამინისტროს ფუნქციების გადაყოფის კუთხით), რომლის მიხედვითაც მოხდება შესაბამისი ცვლილებების შესაბამისობა წარდგენილ პაკეტში.
  • II ეტაპი. სამინისტროების გადაწყობის ეტაპი ახალ სამინისტროში
    ეს ეტაპი მოიცავს ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, ფუნციებისა და საკადრო რესურსების ახალ გადანაწილებას.
    განხორციელების ვადა: კანონპროექტის თანახმად ეს ვადა განსაზღვრულია ძირითადი კანონის (ანუ იგივე პირველი ეტაპის პარლამენტის მიერ დამტკიცებიდან) მიღებიდან 3 თვე.
    პროცესი იწყება შემდეგნაირად: ინიშნება ახალი მინისტრი და მოადგილეები. ახალი ხელმძღვანელობა ახორციელებს ოროვე სამინისტროს მართვას არსებული სტრუქტურით (უფლებამონაცვლების პრინციპის გათვალისწინებით). ახალი მინისტრი ამტკიცებს საშტატო განრიგს გარდამავალი პერიოდისთვის (არსებული ორივე სამინისტროს საშტატოების ფარგლებში, შესაბამისი ფუნქციების გათვალისწინებით) ამ გარდამავალ პერიოდში იქნებიან პარალელური დეპარტამენტენტებიც
    2.
    პარალელურად უნდა მოხდეს ახალ სტრუქტურაზე მუშაობა (ფუნქციური და ადამიანური რესურსების გადანაწილების კუთხით) უნდა დაიწეროს ახალი დებულება და ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც შეთანხმდება მთავრობასთან და ამოქმედდება გარდამავალი პერიოდის დასრულებისთანავე. ვადა _ერთი თვის ვადაში.
    3.
    ახალი საშტატო ნუსხის გათვალისწინებით უნდა მოხდეს თანამშრომლბის გაფრთხილება, გადაყვანამდე/გადავისუფლებამდე ერთი თვით ადრე. (ანუ რეალურად ეს პროცესი ეთმობა სამთვიანი პერიოდის მეორე თვეს).
    4.
    მეორე თვის დასასრულს დაიწყება თანამშრომლების გადანიშვნა ახალ თანამდებობებზე, რომლებიც დაინიშნებიან გარდამავალი პერიოდის ამოწურვისთანავე.
     
    პარალელურად გამოიკვეთება იმ თანამშრომლების რაოდენობა და ვინაობა, რომელთა გადაყვანაც შესაძლოა ვერ მოხდეს ახალ სტრუქტურაში შიდა მობილობით. თუ შიდა მობილობის დროს (ახალ სტრუქტურაში ან სამინისტროს სსიპებში) ვერ მოხდება ამ პირთა დაკმაყოფილება  (თანამშრომლის პირადი მიზეზის გამო ან შტატის უქონლობის გამო) იწყება გარე მობილობა.
    6.
    გარემო მობილობის პროცესში ერთვება საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც მოიძიებს ვაკანტურ თანამდებობებს სხვა სამინისტროებში.მოძიებულ თანამდებობებზე სამინისტროს საკადრო რესურსი სამსახური ახდენს იმ უწყებასთან კომუნიკაციას და კადრების შეთავაზების პროცესს.  თუ აქაც ვერ მოხდება დაკმაყოფილება (მაგ. იმავე სტრუქტურის უარის გამო) ხდება თანამშრომლის გათავისუფლება შესაბამისი კომპენსაციის მიცემით (შტატის უქონლობის გამო გათავისუფლებულს ეძლება - 3 თვის, ხოლო შეთავაზებულ ვაკანსიაზე უარის შემთხვევისას - ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით).მობილობის პროცესით სრულდება სამთვიანი ციკლი რეორგანიზაციის მეორე ეპატის.
  • III ეტაპი.
    კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობა განხორციელებულ ცვლილებებთან (მთავრობის დადგენილებები, მინისტრის ბრძანებები)
    განხორციელების ვადა: კანონისმიერი დავალების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს კანონის მიღებიდან (ანუ იგივე პირველი ეტაპის დაწყებიდან) 6 თვის ვადაში.

    ეს პროცესი უკავშირდება მოქმედი კანონმდებლობის ახალ სტრუქტურასთან შესაბამისობას.

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე