| From : | Mkurnali |
| To : | Anna Shaishmelashvili <a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge> |
| Subject : | RE: EU Directives on medical Devices |
| Received On : | 25.10.2017 12:40 |
| Attachments : |
ანა,
მიღებულია, მადლობა.
პატივისცემით,
Mariana Mkurnali
Head of Interational Relations Division
HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 A.Tsereteli Avenue, 0159, Tbilisi, Georgia
Mobile number: +995 599 49 09 42
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942
From: Anna Shaishmelashvili [mailto:a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge]
Sent: 25 October, 2017 13:30
To: Mariana Mkurnali; Maia Nikoleishvili
Subject: RE: EU Directives on medical Devices
მარიანა, მაიკო, მოგესალმებით,
რაც შეეხება ევროპარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის 2017/745 რეგულაციის თანახმად ანულირებულ 2 დირექტივას:
1993 წლის 14 ივნისის საბჭოს 93/42/EEC- დირექტივა სამედიცინო მოწყობილობების შესახებ და 1990 წლის 20 ივნისის საბჭოს 90/385/EEC - დირექტივა აქტიური იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობების შესახებ:
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ეს დირექტივები წევრი ქვეყნებისათის ძალადაკარგულად ითვლება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სრულად 2020 წლის 26 მაისიდან, ნაწილობრივ კი (მისი გარკვეული პუნქტები და მუხლები) უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან, ეს რეგულაცია საქართველოზე არ ვრცელდება. ჩვენი ვალდებულებები, ნებისმიერ შემთხვევაში, განისაზღვრება ასოცირების დანართებში მოცემული დირექტივებით, რაც შესასრულებელია ამავე დანართებში მითითებულ ვადებში.
ცხადია, დინამიური აპროქსიმაცია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ახალ რეგულაციებს, ეს შედის კონკრეტული უწყების კომპეტენციაში და მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება ასეც მოხდეს. საამისოდ, თქვენ უნდა შეისწავლოთ ძველი დირექტივებიც, ახალიც და შედარების შედეგად გადაწყვიტოთ, რომელი მათგანის შესრულება იქნება თქვენთის უფრო მიზანშეწონილი (თუნდაც, ხარჯების გამო). ასეთი პრეცენდენტი გულისხმობს დამატებით კონსულტაციებს ევროპულ მხარესთან ახალი დირექტივების/რეგულაციების შესრულების ვადებთან დაკავშირებით. თუმცა, ასეთ დროს გასათვალისწინებელია, რამდენად შეგვწევს ჩვენ ძალა იმ ახალი მოთხოვნების შესრულებისა, როცა ჯერ ძველი ვალდებულებაც სიახლე იყო ჩვენთვის და თანაც, ცვლილებებისგან არავინაა დაზღვეული და შესაძლოა, დინამიკაში 2020 წლმდე, ის ახალი რეგულაციაც არაერთხელ შეიცვალოს და ჩასწორდეს.
ამდენად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვიხელმძღვანელოთ ისევ იმ დირექტივებით, რომლებიც მოცემულია ასოცირების დანართებში. ეს არის ჩვენი უშუალო ვალდებულება, რომელთა შესრულებაც მოგვეთხოვება ჩვენთვის მოცემულ ვადებში, ხოლო ახალი რეგულაციების შესრულება არაწევრი ქვეყნისთვის, ცხადია, სავალდებულო არ არის.
საუკეთესო სურვილებით,
ანა
Anna Shaishmelashvili
Chief Specialist
European Integration Coordination Department
Office of the State Minister of Georgia
on European and Euro-Atlantic Integration
Administration of the Government of Georgia
7 Ingorokva str.
0114, Tbilisi, Georgia
Tel/Fax.: +995 32 2 28 24 55
Cell.: +995 577 10 20 18
a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge
http://www.eu-integration.gov.ge