| From : | Mkurnali |
| To : | Maia Nikoleishvili |
| Subject : | info on Estonia |
| Received On : | 31.05.2018 09:31 |
| Attachments : |
თბილისში დაგეგმილ საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორისორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის საკითხს, გაცნობებთ, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცლიალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს ცირკულარული მიგრაციის პროექტს ესტონეთსა და პოლონეთში. პროექტის მიზანია განავითაროს საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში შრომითი მიგრანტების დროებითი ლეგალური დასაქმების ოპერატიული მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს კადრებზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ეფექტურ კავშირს, მიგრანტთა პროფესიული უნარების განვითარებას, მათი შრომითი და ადამიანური უფლებების დაცვას.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ესტონეთის მხარესთან, რათა მოხდეს ესტონეთში იმ მოთხოვნადი პროფესიების განსაზღვრა, რომელთა შევსებაც მოხდება ქართული მხარის მიერ.
აქვე გაცნობებთ, რომ გამოვთქვამთ ესტონეთთან საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული მიგრაციის) თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების სურვილს
Br,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942