From : Mkurnali
To : Ketevan Goginashvili
Subject : info on belar
Received On : 29.01.2018 12:55

  ქალბატონო სოფიკო,

        სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტროსთან სამომავლო პარტნიორული ურთიერთობის საკითხი. მიუხედავად ორი ქვეყნის ჯანდაცვის სხვადასხვა მოდელისა, არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,  ინტერესების სფეროს შეიძლება წარმოადგენდეს ბელორუსი კოლეგების გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით:

       - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა. აღსანიშნავია ბელორუსიის მიღწევები ნეონატალური სერვისის განვითარების (მაჩვენებლებით უახლოვდება ევროკავშირის ქვეყნებს). პერსპექტიულად გვესახება ამ სფეროში ორი ქვეყნის ექსპერტების თანამშრომლობა;
     - ორგანოთა ტრანსპლანტაცია. ბელორუსში წარმატებით ხორციელდება ურთულესი ოპერაციები: გულის გადანერგვა, ღვიძლისა და პანკრეასის გადანერგვა და სხვა. შესაძლებელია როგორც ქართველი ექიმების /ექთნების პროფესიული განვითარების (კვალიფიკაციის ამაღლების) და გამოცდილების გაზიარების, ასევე სამედიცინო ტურიზმის სამომავლო განვითარების საკითხებზე მსჯელობა;   
      ზემოაღნიშნული შეიძლება გავრცელდეს  ბავშვთა ონკოლოგიის, ნეიროქირურგიის, რეაბილიტაციის სფეროებზე;

    - სამედიცინო ნაკეთობათა რეგულირება საქართველოში პროცესის დანერგვის აქტუალობიდან გამომდინარე, სასარგებლო იქნებოდა ამ სფეროში სხვა ქვეყნების (მ.შ. ბელორუსის) გამოცდილების გაცნობა. 
    - ბელორუსის წარმოების ფარმაცევტული პროდუქცია საქართველოში რეგისტრირებულია. სარგებლობს საკმაოდ კარგი რეპუტაციით. შესაბამისად, მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოება, მითუმეტეს, ხელმისაწვდომ ფასებად მოწოდების შემთხვევაში, მისასალმებელია.

 

 

პატივისცემით,

 

 

 

მარიანა მკურნალი

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 490942