საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030434024039819
№ 04-930/ო 10 / მაისი / 2019 წ.
უფროსი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაკების სამუშაოს აღწერილობების დამტკიცების შესახებ

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაკებისათვის ინდივიდუალური სამსახურებრივი უფლება–მოვალეობების მკაფიო განსაზღვრის, შესასრულებელი სამუშაოს დეტალიზაციისა და შრომის დისციპლინის ამაღლების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების” მე–4 მუხლის საფუძველზე,  

ვბრძანებ: 

1. დამტკიცდეს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში დასაქმებულ უფროს სოციალურ მუშაკთა და სოციალურ მუშაკთა სამუშაოს აღწერილობები:

ა) უფროსი სოციალური მუშაკის - თანახმად დანართი N1–სა;

ბ) უფროსი სოციალური მუშაკის (მიუსაფარი ბავშვები) - თანახმად დანართი N2–სა;

გ) სოციალური მუშაკის -  თანახმად დანართი N3–სა.

2. დაევალოთ სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების უფროსებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობების უფროსი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაკებისათვის (როგორც არსებულის, ისე მომავალში მიღებულის) გაცნობა, გაფორმება (ხელმოწერით დადასტურება) და ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის წარდგენა.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული საჩივრით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144) ან სასარჩელო განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უფროსი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაკების სამუშაოს აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 20 ივნისის №04-420/ო ბრძანება.

5.  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.  

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე