| ||||||
| ||||||
„უფროსი
სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაკების სამუშაოს აღწერილობების
დამტკიცების შესახებ” სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის
2019 წლის 10 მაისის N04-930/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
| ||||||
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტი) მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვ. გაზდელიანის 2019 წლის 17 მაისის №04-8718 მოხსენებითი ბარათის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" მე–4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. „უფროსი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაკების სამუშაოს აღწერილობების დამტკიცების შესახებ” სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 10 მაისის N04-930/ო ბრძანების დანართ N3-ში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი N3). 2. დაევალოთ სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების უფროსებს, სამუშაოს აღწერილობის სოციალური მუშაკებისათვის გაცნობა, გაფორმება (ხელმოწერით დადასტურება) და ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის წარდგენა. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე |