საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030409645291819
№ 04-230/ო 30 / იანვარი / 2019 წ.
სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულების – დეპარტამენტების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების დამტკიცების შესახებ

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულების – დეპარტამენტების თანამშრომელთა ინდივიდუალური სამსახურებრივი უფლება–მოვალეობების მკაფიო განსაზღვრის, შესასრულებელი სამუშაოს დეტალიზაციისა და შრომის დისციპლინის ამაღლების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების” მე–4 მუხლის საფუძველზე,  

ვბრძანებ: 

1. დამტკიცდეს სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი  სტრუქტურული ერთეულების – დეპარტამენტების (შემდგომში – დეპარტამენტი) თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობები:

ა) შიდა აუდიტის სამსახურის – თანახმად დანართი N1–სა;

ბ) დირექტორის აპარატის - თანახმად დანართი N2–სა; 

გ) კონტროლის დეპარტამენტის- თანახმად დანართი N3–სა; 

დ) იურიდიული დეპარტამენტის - თანახმად დანართი N4–სა; 

ე) სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N5–სა; 

ვ) სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N6–სა; 

ზ) მეურვეობა–მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N7–სა;

თ) საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის, თანახმად დანართი N8–სა; 

ი) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N9–სა;

კ) ეკონომიკური დეპარტამენტის, თანახმად დანართი N10–სა; 

ლ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის - თანახმად დანართი N11–სა; 

მ) ლოჯისტიკის დეპარტამენტის - თანახმად დანართი N12–სა; 

ნ) დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N13–სა;

ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N14–სა;

პ) დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის - თანახმად დანართი N15–სა.

2.      დაევალოთ:

) სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) უფროსის მოადგილეს, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის – სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) უფროსს (დეპარტამენტის/სამსახურის უფროსთან შეთანხმებით), ამ ბრძანებით დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობების სამმართველოს/სამსახურის თანამშრომლებისათვის (როგორც არსებულის, ისე მომავალში მიღებულის) გადანაწილება (ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად), გაფორმება (მხარეთა ხელმოწერით დადასტურება) და ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის წარდგენა;

ბ) ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. გოგოლაძე), უზრუნველყოს ამ ბრძანების მე–2 პუნქტის ა” ქვეპუნქტის შესაბამისად გაფორმებული სამუშაოს აღწერილობების სააგენტოს დეპარტამენტების თანამშრომელთა პირად საქმეებში განთავსება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს სააგენტოს დირექტორის მოადგილემ – თ. მოდებაძემ.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისდეპარტამენტების თანამშრომელთა სამუშაოს აღწერილობების დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 მაისის 04-320/ ბრძანება.

              5.  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე