საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030437454972317

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/49761 31 / ივლისი / 2017 წ.
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარეს ბატონ სოსო გიორგაძეს

ასლი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილეს ბატონ ზაზა სოფრომაძეს


ბატონო სოსო,

სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2016 წლის 31 აგვისტოს გაფორმებულ №16/02-266 ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდება, ხელშეკრულებით გათვალიწინებული წესით და მოცულობით.

დღეის მდგომარეობით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. ამასთან, კვლავ სახეზეა მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრიდან ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები. აღნიშნული ურთიერთობების შედეგად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისების ეფექტურ და ოპერატიულ ადმინისტრირებას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება.

გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდების შესახებ“ მოქმედი 2016 წლის 31 აგვისტოს N16/02-266 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის გათვალისწინებით, მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდეს მასში საჭირო ცვლილებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების კუთხით.

პატივისცემით,

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე