„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N264 დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესის და პირობების“ (შემდგომში-წესი) მე-3 მუხლის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ 1. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის (შემდეგში–დანამატი) გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, დაევალოთ: ა) სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ი. ტაბატაძე): ა.ა) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების და ამ დაწესებულებებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის (ექიმი/სოფლის ექიმი, ექთანი/სოფლის ექთანი) შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის საჭირო პროგრამით და მისი გამართული მუშაობით უზრუნველყოფა; ა.ბ) სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის მოთხოვნისამებრ, პროგრამაში შესატანი ცვლილებების ტექნიკური უზრუნველყოფა. ბ) სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტს (ვ. ჯაფოშვილი), უზრუნველყოს: ბ.ა) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებიდან, სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალიდან და სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებიდან ყოველთვიურად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ერთიანი რეესტრის წარმოება; ბ.ბ) სხვადასხვა საფუძვლით დანამატის ორმაგად გაცემის გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა ბაზებთან ყოველთვიური შედარება; ბ.გ) დანამატის დაფინანსებისათვის ერთიანი რეესტრის სააგენტოს დირექტორისათვის წარდგენა; გ) სააგენტოს სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს, უზრუნველყონ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ინფორმაციის ყოველთვიურად წარდგენა სააგენტოს ცენტრალური ოფისისათვის, შეთანხმებული ფორმატითა და ვადებში; დ) სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (ლ. მამულაშვილი), სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტიდან მიწოდებული რეესტრის საფუძველზე, დანამატის დასაფინანსებლად საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა; 2. სააგენტოს ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (გ.გოგოლაძე) უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების სააგენტოს სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულებისათვის გაგზავნა. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს დირექტორის მოადგილეს, თენგიზ აბაზაძეს. 4. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. |