|
|||||
|
|||||
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ
|
|||||
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ე) სოციალური მომსახურების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ვ) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ე) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მაია ლაგვილავას დაქვემდებარებაში განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას დაქვემდებარებაში განისაზღვროს: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი; გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ უზრუნველყოს სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელება. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ უზრუნველყოს სამედიცინო (მათ შორის დიპლომისშემდგომი) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხების კოორდინაცია. 8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ უზრუნველყოს: ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური, აგრეთვე, შრომისა და დასაქმების მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია; ბ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კოორდინაცია; 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ უზრუნველყოს: ა) ელექტრონული ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია; ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების კოორდინაცია; გ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის საკითხების კოორდინაცია; დ) პირველადი ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია; ე) სოციალური მომსახურების სააგენტოს – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია. 10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ უზრუნველყოს: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელება; ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხების კოორდინაცია; გ) სამინისტროს მართვაში მყოფი შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ს საქმიანობის კოორდინაცია და წილის მმართველისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება. 11. მინისტრის მოადგილეებს მიენიჭოთ უფლებამოსილება ხელი მოაწერონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით საკურაციო სფეროებში დასადებ მემორანდუმებს. 12. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს: ა) მინისტრის პირველი მოადგილე (ზაზა ბოხუა); ბ) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის (ზაზა ბოხუა) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); გ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის (ზაზა ბოხუა) და მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა); დ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის (ზაზა ბოხუა), მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა). 13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის (ზაზა ბოხუა) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); ბ) მინისტრის პირველი მოადგილის (ზაზა ბოხუა) და მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა); გ) მინისტრის პირველი მოადგილის (ზაზა ბოხუა), მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა). 14. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა); ბ) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა). ბ) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია), მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა) და მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა) არყოფნის შემთხვევაში მინისტრის პირველი მოადგილე (ზაზა ბოხუა). 15. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (მაია ლაგვილავა) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); ბ) მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა) და მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა). ბ) მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა), მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის პირველი მოადგილე (ზაზა ბოხუა). 16. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (მიხეილ დუნდუა) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს (გარდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილებისა და ფუნქციებისა) ახორციელებს: ა) მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია); ბ) მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა) და მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა); გ) მინისტრის მოადგილე (მიხეილ დუნდუა), მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია) და მინისტრის მოადგილე (მაია ლაგვილავა) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის პირველი მოადგილე (ზაზა ბოხუა). 17. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობაში მყოფი შესაბამისი იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი ამ ბრძანებითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. 18. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №01-59/ო ბრძანება. 19. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |