KA030484968513118

№ 04-2264 02 / თებერვალი / 2018 წ.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს


თქვენთვის ცნობილია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, ფიზიკური პირის მონაცემები დაამუშაოს (მ.შ. გამოითხოვოს) მხოლოდ ამავე კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით. ასევე ცნობილია, რომ სააგენტო, ადმინისტრირებას დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით, სხვადასხვა ბენეფიტების/სერვისების მართვისას, იყენებს ფიზიკური პირების შესახებ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ პერსონალურ ინფორმაციას.

აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“  მოქმედი ხელშეკრულებების განახლება/გადასინჯვის მიზნით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, შემოსულია სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი, სადაც მითითებულია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საჭიროა გადაიხედოს და დაზუსტდეს ხელშეკრულებების ფარგლებში ინფორმაციის მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, მიზანი, გამოსათხოვი პერსონალური მონაცემების მოცულობა და ინფორმაციის მოთხოვნის/მიღების სერვისის მექანიზმი.

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები, სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლებით ან/და  საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, იყენებენ განსხვავებული მოცულობის პერსონალურ ინფორმაციას, მათ შორის შეიძლება იყოს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.  

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სავალდებულოა, სააგენტოს თითოეული იმ სტრუქტურული ერთეულის მხრიდან, რომელსაც, საქმიანობიდან ან/და კანონმდებლობიდან გამომდინარე, წარმოშობილი აქვს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის მიღების აუცილებლობა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს მოაწოდოს საჭირო ინფორმაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

            აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 10 სამუშაო დღის ვადაში, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია დანართად წარმოდგენილი სანიმუშო სტრუქტურის მე-2-4 ბლოკების სავალდებულო და სრულყოფილი შევსებით.

დანართი: ახალი სერვისის ტექნიკურ აღწერილობა (ცნობისათვის);

                  „ორგანიზაციის წერილობითი მომართვის სტრუქტურა“ (შესასრულებლად)

                   2014 წლის 23 დეკემბრის №14/02-216  და №14/02-217 ხელშეკრულებები (გაფორმებულია ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმებები).

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე