KA030445113216818

№ 04-7205 30 / მარტი / 2018 წ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს ბატონ ავთანდილ ვასაძეს
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს ბატონ ირაკლი ტაბატაძეს


სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 27 მარტის N04-6881 წერილის პასუხად გაცნობებთ შემდეგს:

სააგენტოს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტისათვის, სააგენტოს დებულებით დამტკიცებული სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის მიღება. კერძოდ:

ბლოკი 2. ამოცანის/მიზნის აღწერილობა, რომლის შესასრულებადაც აუცილებელია ინფორმაციის მიღება

სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრირებას უწევს შემდეგ სახელმწიფო გასაცემლებს:

1. სახელმწიფო პენსია;

2. სოციალური პაკეტი;

3. სახელმწიფო კომპენსაცია;

4. საყოფაცხოვრებო სუბსიდია;

5. მინდობით აღზრდა;

6. რეინტეგრაცია;

7. “ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების” ასანაზღაურებელი დახმარება;

8. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება;

9. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სახელმწიფო პენსიის/სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა დანამატი;

10. მაღალმთიანასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული /დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატი.

2.1 აღნიშნული გასაცემლებით სარგებლობისათვის აუცილებელია მაძიებელი/ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (მაგ. მოქალქეობრივი მდგომარეობა, ასაკი), ამიტომ მაძიებლის/ბენეფიციარის მიერ ტერიტორიულ ერთეულში (სათაო ოფისში) მიმართვისთანავე ხდება სრგსს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირის იდენტიფიცირება, მოქალაქეობრივი მდგომარეობის შემოწმება და წარმოდგენილი დოკუმენტის ვალიდურობის დადასტურება.

2.2 სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნათა აღსრულების უზრუნველსაყოფად,  სრგსს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ცენტრალიზებულად ახორციელებს იმ ბენეფიციართა გამოვლენას, რომლებმაც დაკარგეს ან დროებით უნდა შეუჩერდეთ (პირის პირადი რეკვიზიტების შეუსაბამობა სრგს ელექტრონული სააღრიცხვო ბაზის მონაცემებთან, მოქალაქეობის შეწყვეტა, მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრების პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, გარდაცვალება, წინასწარი პატიმრობა/პატიმრობა) სახელმწიფო გასაცემლებით სარგებლობის უფლება,  ან მიენიჭათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირის სტატუსი და მოიპოვეს დანამატის მიღების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის მიეწოდება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს.

2.3 სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სახელმწიფო გასაცემლების სააღრიცხვო სისტემებში და სრგსს ბაზაში პირის შესახებ არსებული ინფორმაციის (პირადი რეკვიზიტები) შესაბამისობაში მოყვანა და იდენტურობა.

2.4 მოქალაქის/ბენეფიციარის წერილობით მომართვებზე რეაგირებისას და პასუხების მომზადებისას პირის სრგსს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში იდენტიფიცირება.

 

ბლოკი 3. პერსონალური მონაცემების მოცულობა, რომელიც საჭიროა ამოცანის/მიზნის შესრულებისათვის

ზემოაღნიშნული გასაცემლების ადმინისტრირებისათვის საჭირო აუცილებელობას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააღრიცხვო ბაზის საშუალებით შემდეგი პერსონალური ინფორმაციის მიღება:

 

N

მონაცემის სახელი

მონაცემის მნიშვნელობა

1

  P_PRIVATE_NUMBER

პირადი ნომერი

2

  P_LAST

გვარი

3

  P_FIRST

სახელი

4

      P_GENDER

სქესი

5

    P_BIRTH_DATE

დაბადების თარიღი

6

    DOC_TYPE_ID

დოკუმენტის ტიპის იდენტიფიკატორი

7

    DOC_STATUS

დოკუმენტის სტატუსი

8

    DOC_REVOKE_DATE

დოკუმენტის გაუქმების თარიღი

9

   P_DEATH_STATUS

არის თუ არა პირი გარდაცვლილი

10

    P_DEATH_DATE

 პირის გარდაცვალების თარიღი

11

  P_DEATH_REGISTRATION_DATE

 პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი

12

     P_DEATH_MARK_DATE

 პირის გარდაცვალების აღნიშვნის თარიღი

13

   IS_GEO_CITIZEN

არის თუ არა პირი საქართველოს მოქალაქე

14

    IS_DOUBLE_CITIZEN

არის თუ არა ორმაგი  მოქალაქეობის მქონე

15

 IS_LIVING_ABOARD

ფიქსირდება თუ არა საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად წასვლა

16

     GEO_CITIZEN_LOST_TYPE

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეობა

17

   WITHOUT_CITIZEN_TYPE

მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის ტიპი

18

    RESIDENCE_TYPE

უცხო ქვეყნის მოქალაქის ბინადრობის ტიპი

19

   P_PRISIONER_STATUS

პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის აღნიშვნის სტატუსი

20

    P_PRISIONER_MarktDate

პატიმრობის/წინასწარი დაკავების აღნიშვნის თარიღი

21

   IS_VOID

არის თუ არა გაუქმებული ჩანაწერი

 

 

ბლოკი 4. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტი, სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააღრიცხვო ბაზის მონაცემბზე დაყდნობით ახორციელებს შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე:

4.1  „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-4 მუხლის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტის;

4.2 „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტი, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის “” ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის;

4.3 „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისი N279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის;

4.4 „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული /დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის #264 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების;

4.5 „მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის  9 დეკემბრის №541 დადგენილების;

4.6 „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვარის N4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის წესი და პრინციპების“ მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების და მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის;

4.7 „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების“ შესახებ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი N1) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი პინქტის „ბ“ პუნქტის, მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „“-„ვ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის,  ამავე ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დანართი N2) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, მე–4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-15 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის;

4.8 „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს  N#231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე–3 მუხლის „ბ“ და „ვ“ პუნქებისა და მე–6 მუხლის.

პატივისცემით,

 

 

 

 

სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ელეონორა გვიჩიანი