საჯარო სამართლის იურიდიული პირი

სოციალური მომსახურების სააგენტო
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030453834869816
№ 04-625/ო 20 / დეკემბერი / 2016 წ.


 

სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძისათვის ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 

1. სსიპ – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) დირექტორის მოადგილეს - თენგიზ აბაზაძეს, მიენიჭოს უფლებამოსილება, სააგენტოს სახელით, ხელი მოაწეროს იმ ხელშეკრულებებს, კონტრაქტებს და ა.შ., რომლებიც უკავშირდება სსიპ - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან“ მონაცემების მიღების საკითხებს და/ან უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებში, კონტრაქტებს და ა.შ, შესატანი ცვლილებების შესახებ შეთანხმებებს. 

2. სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ აბაზაძის არყოფნის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება დაევალოს მის მოვალეობის შემსრულებელს, თუ ბრძანებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული. 

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბრის N04-479/ო ბრძანება. 

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე