|
||||||
|
||||||
|
თენგიზ აბაზაძის – სააგენტოს დირექტორის მოადგილის შვებულებისა და თამაზ მოდებაძისათვის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შესრულების (შეთავსების) დაკისრების შესახებ
|
||||||
|
საქართველოს ორგანული კანონის – ,,საქართველოს შრომის კოდექსის” 21–ე და 22–ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების'' მე–4 მუხლისა და სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 16 ივლისის N566 ბრძანებით დამტკიცებული ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის შინაგანაწესის" მე–8 მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება თენგიზ აბაზაძეს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში-სააგენტო) დირექტორის მოადგილეს, 5 სამუშაო დღით, 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2016 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. 2. დაევალოს სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (ლ. მამულაშვილი) საშვებულებო ანაზღაურების გაცემის უზრუნველყოფა. 3. სააგენტოს დირექტორის მოადგილის, თენგიზ აბაზაძის შვებულებაში ყოფნის პერიოდში, მისი მოვალეობის შესრულება (შეთავსება) დაევალოს ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, თამაზ მოდებაძეს. 4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. საფუძველი: თ. აბაზაძის პირადი განცხადება - №04-22935, 01.12.2016 წ.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |