ქალბატონო ნინო, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ-მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის 2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული N14/02-216 ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდება. დღეის მდგომარეობით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ყველა ის სამართლებრივი ნორმა, რაც საფუძვლად დაედო მხარეთა შორის ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. ამასთან, კვლავ სახეზეა სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირებზე არსებული ინფორმაციის მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნები. აღნიშნული ურთიერთობების შედეგად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, კერძოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სერვისების ეფექტურ და ოპერატიულ ადმინისტრირებას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის აუცილებლობას წარმოადგენს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობების გაგრძელება. გთხოვთ, თქვენს თანხმობას, რათა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდების შესახებ“ მოქმედი 2014 წლის 23 დეკემბრის N14/02-216 ხელშეკრულების 9.2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, მხარეთა ერთობლივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, განხორციელდეს მასში საჭირო ცვლილებები, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების კუთხით. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ხელშეკრულებაში ცვლილების (ვადის გაგრძელების კუთხით) შეტანის თაობაზე შეთანხმებას ხელს მოვაწერ პირადად. პატივისცემით, |