| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ბატონ კონსტანტინე სულამანიძეს მისამართი: თბილისი, თ. აბულაძის 34 | ||||||||||||||||
ბატონო კონსტანტინე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სახელზე წარდგენილი, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის 2017 წლის 6 ივნისის NS0617/21 წერილი, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ვებ-პორტალის მეშვეობით, ფიზიკურ პირთა დაზღვევისა და მზღვეველის, აგრეთვე, მათი კატეგორიის (შემოსავლების და/ამ სოციალური სტატუსის მიხედვით) თაობაზე მონაცემებთან სამედიცინო დაწესებულებებისა და სადაზღვევო კომპანიების წვდომასთან დაკავშირებით. საკითხზე მიმდინარეობდა კონსულტაციები დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო ასოციაციის, სადაზღვევო კომპანიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელთა ჩართულობით. წერილის მიხედვით, მიღებულია ყველა მხარის რელევანტური პასუხი და იგეგმება ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში. აღვნიშნავთ, რომ არსებობს მოქმედი სამართლებრივი საფუძვლები, სამედიცინო დაწესებულებებმა, გადაუდებელი შემთხვევებისას, საყოველთაო ჯანდაცვის ვებ-პორტალის მეშვეობით, მოიძიონ ინფორმაცია, ფლობს თუ არა პაციენტი კერძო სადაზღვევო კომპანიის პოლისს და თუ ფლობს, კონკრეტულად რომელ სადაზღვევო კომპანიაშია ის დაზღვეული („პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მ.შ. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), აგრეთვე, მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის კანონისმიერი გარანტიები (საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“). სხვაგვარად, პროგრამის ადმინისტრირება შეუძლებელი იქნება. თუმცა განსხვავებული მოსაზრება გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა საყოველთაო ჯანდაცვის ვებ-პორტალზე, დროის კონკრეტულ მომენტში, პირადი ნომრის საშუალებით, მოიძიონ ინფორმაცია, თუ რომელ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაშია პირი დაზღვეული (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამავე დროს, საქართველოს მთავრობის 36–ე დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, შემოსავლებისა და/ან სოციალური სტატუსის მიხედვით, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება პიროვნება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, სადაზღვევო კომპანიებისათვის ზემოხსენებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დაუშვებელია. შესაბამისად, გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ ამ ეტაპზე, ხსენებულ წერილზე სხვაგვარ რეაგირებას სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ განახორციელებს. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |