|
||||
|
||||
|
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს
ბატონ ზაზა სოფრომაძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ბატონი ირაკლი ტაბატაძის |
||||
|
მოხსენებითი ბარათი
|
||||
|
ბატონო ზაზა, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 და 7 მარტს, მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტის გადახედვის მიზნით, ქ. ბორჯომში გაეროს განვითარების პროგრამების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, იგეგმება პროცესში ჩართულ უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრა. მნიშვნელოვანია იმ უწყების წარმომადგენლების დასწრება რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, ამოცანებსა და ინდიკატორებზე. სააგენტოს მხრიდან, სამუშაო შეხვედრას დაესწრება, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - დიმიტრი ჩხეიძე. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს მივლინების ბრძანების გაფორმება, რომლის საფუძველზე, ასევე განისაზღვრება, რომ მივლინების პერიოდში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობას შეასრულებს ამავე დეპარტამენტის სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი - სარგის ციხელიშვილი. სასტუმროს და ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი მხარე. პატივისცემით
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ტაბატაძე |