| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ მაია სიმონიძეს | ||||||||||||||||
ქალბატონო მაია, თქვენს 2016 წლის 11 მაისის MES 8 16 00497589 წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის" მიზნებისათვის, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, იმ ოჯახების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001 ერთეულს და ოჯახის წევრებად ფიქსირდებიან მოსწავლეები, გაცნობებთ შემდეგს: სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენთვის საჭირო ინფორმაცია დაგიდასტუროთ თქვენი მხრიდან მონაცემთა სუბიექტების (მოსწავლეები) მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (პირადი ნომრის მიხედვით) შემცველი რეესტრის წარმოდგენის შემთხვევაში. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |