საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030499089026117

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/27967 03 / მაისი / 2017 წ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრის მოადგილეს,
ბატონ კახაბერ გულედანს


ბატონო კახაბერ,

თქვენი 2017 წლის 21 აპრილის N01/1300 (N41483, 25.04.2017 წ.) წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებსაქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტო აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოსმაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული აბონენტების მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით ანაზღაურება, ნორმაში მითითებული პირობებით,  რისთვისაც ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მიხედვით, შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ლიცენზიანტებს ეთხოვათ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაციის მიწოდება სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების პროცესში წამოჭრილი პრობლემური საკითხების მიუხედავად, რაზედაც ასევე ეცნობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (წერილი № 04/5602, 31.01.2017 .), ელექტროენერგიის გამანაწილებელ ლიცენზიანტთან (სსენერგო-პრო ჯორჯია) გაფორმდა ხელშეკრულება  „ელექტროენერგიის ღირებულების სუბსიდირების შესახებ“.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ აპრილის თვეში გადმოგზავნილი 139 935 აბონენტიდან, 24 271 აბონენტს არ უფიქსირდებოდა პირადი ნომერი, 6 186 აბონენტზე მითითებული იყო არასწორი გვარი, ხოლო 51 300 აბონენტს არ გააჩნდა „მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების სტატუსი“. შესაბამისად, სააგენტომ განახორციელა 58 178 ბენეფიციარის იდენტიფიცირება, რომლებიც დაექვემდებარნენ სუბსიდირებას.

სააგენტომ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი აბონენტთა სიების დამუშავების საფუძველზე, განახორციელა 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის თვეში ბენეფიციართა იდენტიფიცირება, ხოლო ლიცენზიანტმა შესაბამის აბონენტების მიმართ განახორციელა სუბსიდირება.

დღეის მდგომარეობით, 2017 წლის იანვრის და თებერვლის  სუბსიდირება  სააგენტოს მხრიდან ანაზღაურებულია, ხოლო მარტის სუბსიდია ანაზღაურების პროცესშია.

ამავე საგანზე სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“ მიმდინარეობს ხელშეკრულების ხელმოწერის პროცედურები.

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ აპრილის თვეში წარმოადგინა 316 აბონენტის შესახებ ინფორმაცია, რომელთაგან 9 აბონენტს დაუფიქსირდა არასწორი გვარი, 181 აბონენტს არ აღმოაჩნდა მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების სტატუსი“.  შესაბამისად, 126 ბენეფიციარი ექვემდებარება სუბსიდირებას.

რაც შეეხება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეღავათს, გაცნობებთ, რომ აღნიშნული სცილდება სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობების ფარგლებს.

 

 

პატივისცემით,

 

 

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე