KA030445309650218

№ 04-6200 20 / მარტი / 2018 წ.
დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ მარინა ბეზარაშვილს


ქალბატონო მარინა,

თქვენი 2018 წლის 26 თებერვლის N04-4247 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ ადმინსიტრირებადი ბაზები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. გარდა ამისა, მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად, მონაცემები უნდა იყოს მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

ასევე გაცნობებთ:

● ფიზიკური პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (გასვლა და/ან შემოსვლა) შესახებ ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის“ ადმინისტრირების მიზნებისთვის (2016 წლის 18 ოქტომბრის N2608249 მემორანდუმის საფუძველზე);

● ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, მუშავდება სსიპ-შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული 2015 წლის 6 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის“ მართვისა და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღინისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების  მე-4 მუხლის „ი2“ პუნქტის შესაბამისად, ცალსახად ამ სერვისების ადმინსიტრირების მიზნებისთვის;

● სხვადასხვა სახელმწიფო გასაცემლების, მათ შორის, სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისას, დამუშავებული მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი მიზნებისთვის.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში არსებული ინფორმაციის სხვა მონაცემთა ბაზებზე დადარების სამართლებრივი საფუძველი სააგენნტოს არ გააჩნია.

 

პატივისცემით,

 

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ირაკლი ტაბატაძე