| ||||||
| ||||||
|
სააგენტოში
სამუშაო დროის განსაზღვრის შესახებ
| ||||||
|
საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს შრომის კოდექსის“ კერძო სამართლებრივი ბუნების, ამავე კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობებში აღიარებული მხარეთა ნების ავტონომიურობისა და სახელშეკრულებო თავისუფლების ნორმატიული პრინციპების გათვალისწინებით, „ზოგიერთ საჯარო დაწესებულებაში სამუშაო დროის შესახებ“ საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2014 წლის 4 აგვისტოს N270 ბრძანების პირველი და მე–3 პუნქტების, „შრომის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 16 ივლისის N566 ბრძანების დანართი N1–ის მე–2 მუხლის მესამე პუნქტის მეორე წინადადების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების" მე-4 მუხლის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. სააგენტოს სტრუქტურაში (ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ორგანოები) სამუშაოს დაწყების დროდ განისაზღვროს 09:00 საათი, ხოლო დასრულების დროდ – 18:00 საათი, 1–საათიანი შესვენების დროის გათვალისწინებით (13:00 საათიდან 14:00 საათამდე).
2. დასაქმებულს, რომელსაც ჰყავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაგა–ბაღებისა და საბავშვო ბაღების) ან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე (პირველი ექვსი კლასის ჩათვლით) მყოფი ბავშვები, 09:30 საათამდე სამსახურში გამოუცხადებლობა ჩაეთვალოს საპატიოდ.
3. ამ ბრძანების მე–2 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს იმ დასაქმებულებზე (მეუღლეების (მ.შ. განქორწინებულზე) შემთხვევაში – ორივე მშობელზე/მშვილებელზე), რომლებიც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში – დეს) მეშვეობით, ბრძანების მე–2 პუნქტში მითითებული კატეგორიის ბავშვების დაბადების მოწმობის დედნის დასკანერებულ ვარიანტს წარადგენენ:
ა) სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების სამმართველოში (ცენტრალურ აპარატში დასაქმებულების შემთხვევაში);
ბ) დასაქმების ადგილის
ტერიტორიულ ერთეულში (აჭარის ა/რ და აფხაზეთის ფილიალებში, რეგიონალურ
საკოორდინაციო ცენტრში, სოციალური მომსახურების ცენტრში, რაიონულ
(საქალაქო)
განყოფილებაში დასაქმებულების შემთხვევაში).
6. ბრძანება ძალაშია მისი ხელმოწერის მეორე დღიდან.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გაიოზ
თალაკვაძე |