საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030409357392417

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/13244 06 / მარტი / 2017 წ.
საქართველოს პარლამენტის წევრს
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს


ქალბატონო სალომე,

თქვენი 2017 წლის 24 თებერვლის N2363/3-35 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საქართველოს კონსტიტუციის 41- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე.

პერსონალურ  მონაცემთა დაცვის შესახებ  საქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტის თანახმად, ნებისმიერი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი), რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, განეკუთვნება  პერსონალურ მონაცემებს და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-5 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.  ამავე კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით.  

კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის/განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას.

აქვე, გაცნობებთ, რომ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას. სააგენტო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის ადმინისტრირებას, რომლის დანიშვნის საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებულია თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე