საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030408602568316

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/8123 02 / თებერვალი / 2016 წ.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელს
ბატონ გოგი ბარბაქაძეს


ბატონო გოგი,

სსიპსოციალური მომსახურების სააგენტოში განხილულ იქნა თქვენი 2016 წლის 27 იანვრის N07/117 წერილი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ინფორმაციის მოთხოვნასთან  დაკავშირებით, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს:

საქართველოს კონსტიტუციის 41- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის  თანხმობის გარეშე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტო მოკლებულია თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

 პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე