საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030457040872816

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/30068 13 / აპრილი / 2016 წ.
ვაკის რაიონის გამგებელს
ბატონ ნოდარ ტურძელაძეს


ასლი: ასოციაცია „თანადგომა თანასწორობისთვის“
თავმჯდომარების ქალბატონ შორენა ჭავჭანიძეს
მისამართი: თბილისი, შარტავას ქ. N35/37


ბატონო ნოდარ,

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, თქვენი 2016 წლის 8 აპრილის №24/89721 წერილით წარმოდგენილი ასოციაცია „თანადგომა თანასწორობისთვის“ წერილი, რომლითაც მოთხოვნილია ვაკის რაიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სრული ინფორმაცია.

დასმულ საკითხთან დაკავშირებით აღვნიშავთ, რომ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას, მით უფრო მათი საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი) მიხედვით.

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის (მაგალითად სახელმწიფო კომპენსაცია) ადმინისტრირებას, რომლის დანიშვნის საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, კონკრეტული ბენეფიციარის მომართვის შესაბამისად და ამ შემთხვევაშიც, საგენტო არ ახდენს ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის აღრიცხვას და შემდგომ - საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში - მის ადმინისტრირებას.

აქვე დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასოციაციის „თანადგომა თანასწორობისთვის“ წერილით მოთხოვნილი მონაცემები/ინფორმაცია არ განეკუთვნება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ და/ან შექმნილ ინფორმაციას, შესაბამისად გიბრუნებთ ასოციაციის წერილს.

           დანართი: 2 ფურცელი

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე