საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030480218513616

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/84046 14 / ნოემბერი / 2016 წ.
ქალბატონ ზანდა ჩეჩელაშვილს
პ/ნ 60001133136
მისამართი: თბილისი, ატენის ქ. N16



                ქალბატონო ზანდა,

თქვენი 2016 წლის  31 ოქტომბრის N111157 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას, მით უფრო თქვენ მიერ მითითებული დიაგნოზების მიხედვით.

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის (მაგალითად სახელმწიფო კომპენსაცია) ადმინისტრირებას, რომლის დანიშვნის საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, კონკრეტული ბენეფიციარის მომართვის შესაბამისად და ამ შემთხვევაშიც, საგენტო არ ახდენს ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის აღრიცხვას და შემდგომ - საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში -  მის ადმინისტრირებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდირანე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო გიგზავნით, 2016 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალური პაკეტის ან სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატისტიკურ ინფორმაციას.

დანართი: 3 (სამი) ფურცელი

 

                პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე