საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030482756493216

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/37537 13 / მაისი / 2016 წ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს
ბატონ დავით შარაშიძეს


ბატონო დავით,

თქვენი 2016 წლის  6 მაისის N92 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიხედვით, არ წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აღრიცხვას, მით უფრო მათი საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი) მიხედვით.

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო გასაცემლის (მაგალითად სახელმწიფო კომპენსაცია) ადმინისტრირებას, რომლის დანიშვნის საფუძველი შეიძლება იყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა, კონკრეტული ბენეფიციარის მომართვის შესაბამისად და ამ შემთხვევაშიც, საგენტო არ ახდენს ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის აღრიცხვას და შემდგომ - საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში - მის ადმინისტრირებას.

ამასთან, „ოჯახის დეკლარაციის“ B3 ბლოკში აღინიშნება ოჯახის წევრის ფიზიკური მდგომარეობა და არა მისი დიაგნოზი. ამავე ბლოკის მხოლოდ ერთ-ერთი ველი („სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას“) მოინიშნება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე, თუ მასში მითითებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაავადებები. ამდენად, ოჯახის დეკლარაციაში პირის დიაგნოზი არ აღირიცხება.

შესაბამისად, თქვენი წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ, დამუშავებულ და/ან შექმნილ ინფორმაციას.

ასევე გაცნობებთ, რომ  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირებისთვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი დააკმაყოფილოს თქვენი თხოვნა.

 

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე