საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030459193965416

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/82236 04 / ნოემბერი / 2016 წ.
შპს „მაგთიკომს“
მისამართი: თბილისი, ა.პოლიტკოვსკაიას ქ.7

სს „სილქნეტს“
მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. №95

შპს „ახალ ქსელებს“
მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ.42

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კოპორაციას
მისამართი: რუსთავი, მეგობრობის გამზ. N2


 

თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-„112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთის და გადახდის წესის“  მე-3 მუხლი წარმოშობს გარკვეულ ვალდებულებებს  როგორც სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე,  „მომსახურების მიმწოდებლებისათვის“,  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის წევრების ამავე დადგენილებით განსაზღვრული  საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესასრულებლად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, შეუფერხებლად, გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით, გაწვდიდათ საჭირო ინფორმაციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სავალდებულოა, მხარეებს შორის ურთიერთობა წარიმართოს ორგანიზებულად და  სამართლებრივად გამართული ფორმით, კერძოდ, ხელშეკრულების/მემორანდუმის გაფორმების გზით.

თქვენთვის ასევე ცნობილია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა (2016 წლის 28 სექტემბერი) და დაწყებულია წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, კერძოდ, სააგენტოს მხრიდან  2016 წლის 6 ოქტომბერს გამოგეგზავნათ  ხელშეკრულების პროექტი და მისი დანართი (ელექტრონული ურთიერთობის პროტოკოლი), როგორც ოფიციალურ, ასევე, შეხვედრაზე მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე, რაზედაც თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები არ მიგვიღია.

გთხოვთ, შესაძლოდ მოკლე ვადებში, განიხილოთ და მოგვაწოდოთ თქვენი პოზიციები ხსენებული ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის შეფერხება. განმეორებით გიგზავნით შესაბამისი ხელშეკრულებისა და მისი დანართის პროექტს.

დანართი: ხელშეკრულების პროექტი (ხუთი ფურცელი) და ელექტრონული ურთიერთობის პროტოკოლი (ხუთი ფურცელი)

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე