| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„112“-ის დირექტორს ბატონ გიორგი ბიჭაშვილს მისამართი: თბილისი, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა | ||||||||||||||||
ბატონო გიორგი, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის N489 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„112“-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთის და გადახდის წესის“ მე-3 მუხლის თანახმად, დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს აკისრია ვალდებულება, უზრუნველყოს მომსახურების მიმწოდებელთა წვდომა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზასთან“. მონაცემთა გაცვლასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების ეფექტურად შესრულების, მათ შორის, შესაბამის მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციით არამიზნობრივი სარგებლობის პრევენციის მიზნით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო დაინეტერესებულ პირებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი შეთანხმებების (მემორანდუმი/ხელშეკრულება) გაფორმების გზით. ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ პირთა (მომსახურების მიმწოდებელი) ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო მონაცემები. წინასწარ მოგახსენებთ მადლობას თანამშრომლობისათვის. პატივისცემით,
დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |