|
||||||
|
||||||
|
სააგენტოს დირექტორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის – ზაზა სოფრომაძის და ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (მძღოლი) – დავით მღვდელაძის მივლინების შესახებ
|
||||||
|
„სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორისა და დირექტორის მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მათი მოვალეობის შესრულების წესის შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 8 მაისის N04-292/ო ბრძანების მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-12 მუხლისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების” მე–4 მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გაფორმდეს სააგენტოს დირექტორის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის – ზაზა სოფრომაძის მივლინება, 2017 წლის 10 მაისიდან 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით, ქ. ბათუმში, სოციალური და საპენსიო ფონდების საერთაშორისო ასოციაციასა და სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად დაგეგმილ სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრების მიზნით. 2. მივლინებულ იქნეს დავით მღვდელაძე – ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი (მძღოლი), 2017 წლის 10 მაისიდან 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით, ქ. ბათუმში, ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის ტრანსპორტირების მიზნით. 3. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შესრულება, 2017 წლის 10 მაისიდან 2017 წლის 13 მაისის ჩათვლით, დაევალოს სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, თენგიზ აბაზაძეს, მათ შორის, „დეს“-ში განსახორციელებელი საქმისწარმოება. 4. დაევალოთ: ა) სააგენტოს ლოჯისტიკის დეპარტამენტს (ზ. ჭანტურია), სააგენტოს კუთვნილი ავტომანქანის ("აუდი A6" სახელმწიფო ნომერი – MOH 008) და 90 (ოთხმოცდაათი) ლიტრი საწვავის (ბენზინი) გამოყოფა; ბ) სააგენტოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (ლ. მამულაშვილი), სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე |