საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030447978881816

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/85383 18 / ნოემბერი / 2016 წ.
ქალბატონ ნონა ბერიძეს
პ/ნ 38001008987
Nona.beridze@yahoo.com


ქალბატონო ნონა,

ელექტრონული ფოსტით შემოსული,  თქვენი 2016 წლის 1 ნოემბრის  (სააგენტოში რეგისტრირებულია 2016 წლის 2 ნოემბერს, N11953) წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ჯანმრთელობის დაზღვევის ადმინისტრირება ხორციელდებოდა „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218  და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებების შესაბამისად.

ზემოაღნიშნული დადგენილებებით განსაზღვრული იყო სადაზღვევო ვაუჩერით  მოსარგებლეთა კატეგორიები და შესაბამისი სადაზღვევო პროგრამების ადმინისტრირების პირობები.

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის მოქმედება შეწყვეტილია 2014 წლის 1 აპრილიდან (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №2203 განკარგულება), ხოლო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის მოქმედება შეწყვეტილია 2014 წლის 1 სექტემბრიდან (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 ივნისის №982 განკარგულება).

აღნიშნული დადგენილებები, შესაბამისი დანართებით, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე (matsne.gov.ge) ან სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (შესაბამის ბმულზე: www.ssa.gov.ge - ,,კანონმდებლობა" - "კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები"), ხოლო სტატისტიკური მონაცემები, ზემოაღნიშნული დადგენილებების ფარგლებში დაზღვეული ბენეფიციარების შესახებ,  წლების და რაიონების მიხედვით, სამედიცინო მზღვეველი კომპანიების თაობაზე, განთავსებულია ამავე ვებ-გვერდზე ( შესაბამის ბმულზე: www.ssa.gov.ge  - „სტატისტიკა“ - „6. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლის 1 სექტემბრამდე“).

თქვენ მიერ მოთხოვნილ, სხვა სახის ინფორმაციას სააგენტო არ ფლობს.

               პატივისცემით,
 

 

დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
თამაზ მოდებაძე