| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური ინიციატივების ცენტრს -„ნათელი მომავალი“ ქალბატონ მარიკა ვაჭარაძეს მისამართი: ქ. ქუთაისი, ჭავავაძის 36/6 | ||||||||||||||||
ქალბატონო მარიკა, თქვენი 2017 წლის 28 თებერვლის N37 (N3949, 28.02.2017 წ.) წერილის პასუხად, გარკვეული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: სააგენტოს ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების შემადგენლობა, ცალსახად, ნათესაური კავშირის მითითებით, არ არის აღრიცხული. შესაბამისად, სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, მოთხოვნილი ტერიტორიების მიხედვით, მოგაწოდოთ მხოლოდ იმ ოჯახების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია, სადაც ფიქსირდება 3 (სამი) ან მეტი 18 (თვრამეტი) წლამდე ასაკის პირი. კერძოდ, გაცნობებთ, რომ 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ : - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიხედვით, რეგისტრირებულია 350 ოჯახი (ფულადი სოციალური დახმარების - „საარსებო შემწეობის“ მიმღებია 241 ოჯახი), რომელთა შემადგენლობაში ფიქსირდება 3 ან მეტი, 18 წლამდე ასაკის პირი; - ხონის მუნიციპალიტეტის მიხედვით, რეგისტრირებულია 198 ოჯახი (ფულადი სოციალური დახმარების - „საარსებო შემწეობის“ მიმღებია 150 ოჯახი), რომელთა შემადგენლობაში ფიქსირდება 3 ან მეტი, 18 წლამდე ასაკის პირი.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |