საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
ს/კ 202178927
KA030494240342917

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/27900 02 / მაისი / 2017 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ მარინა დარახველიძეს


ქალბატონო მარინა,

თქვენი 2017 წლის 1 მაისის N01/27367 წერილის პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის N208 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებებზე სააგენტოს რეაგირებას, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავდა ელექტრონული ურთიერთობის სისტემა (პორტალი), რომლის საშუალებითაც, საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, დროის რეალურ რეჟიმში („online“ წვდომით),  უგზავნიან მათთან არსებულ, ჯანმრთელობის დაზღვევით  მოსარგებლე  პირთა შესახებ ინფორმაციას (ამავე მუხლითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოცულობით).

ამასთან, ამავე დადგენილების  მე-4 მუხლის „ი1“ პუნქტის თანახმად, სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ მოპოვებული მონაცემები გამოიყენება მის მიერ ადმინისტრირებადი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების მიზნებისათვის.

პატივისცემით,

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე