საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030496371789016

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/59765 04 / აგვისტო / 2016 წ.
სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს
ბატონ გიორგი პატარიძეს


ბატონო გიორგი,

თქვენს 2016 წლის 4 ივლისის N01/173581 წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

„სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“  2015  წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და მოცულობით, უზრუნველყოფს სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წვდომას საკუთარი ადმინისტრირების სფეროს შესაბამისად დამუშავებულ გარკვეულ ინფორმაციაზე.

გარკვეული სერვისების ადმინისტრირებისათვის სააგენტო იყენებს   ე.წ.  “SAESA 2005” და “SSA damateba” (პროგრამები), რომლებიც ეფექტურად არის მორგებული უშუალოდ ამ სერვისების მართვის სპეციფიკასთან, მათში ცვლილებების აუცილებლობა არ დგას და არც იგეგმება.

აღნიშნულის მიუხედავად, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაიგეგმოს მხარეებს შორის სამუშაო შეხვედრა, სადაც, შესაძლოა, გამოიკვეთოს თქვენთვის სასურველი ინფორმაციის სხვა ალტერნატიული გზებით მოწოდების შესაძლებლობა.

              პატივისცემით, 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე