| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
კონტროლის დეპარტამენტის უფროსს ბატონ პავლე ცაძიკიძეს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ბატონ გია აფხაზავას სსიპ -სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს | ||||||||||||||||
ბატონო პავლე, ბატონო გია, თქვენთვის ცნობილია, რომ სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ადმინისტრირებისთვის, იყენებს პროგრამას - „SAESA“, რომელში მუშაობის უფლებამოსილების მქონე პირებს სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი ან შესაბამისი ტერიტორიული ერთეული ინდივიდუალურად უქმნის „მომხმარებლის სახელს და პაროლს“. „SAESA“-ს პროგრამაში მუშაობის პროცესში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი: - აღნიშნულ პროგრამაში დარეგისტრირებული „მომხმარებლის სახელი“ უნიკალურია, რომელიც გამოიყენება უფლებამოსილი პირის მიერ მხოლოდ საკუთარი სამსახურებრივი მიზნებისთვის; - მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით, დაუშვებელია ერთი „მომხმარებლის სახელის“ რამდენიმე პირის მიერ გამოყენება, თუნდაც სამსახურებრივი მიზნებისთვის; - თუ პირს აღარ უკავია შესაბამისი თანამდებობა, აუცილებელია, ეცნობოს სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ან/და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, რათა გაუქმდეს მისთვის შექმნილი „მომხმარებლის სახელი და პაროლი“, ხოლო მის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის შემთხვევაში, დარეგისტრირდეს ახალი მომხმარებელი. ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, უნდა მიმართოთ წერილობით, სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ან/და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს.
პატივისცემით,
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ტაბატაძე |