| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ქირურგიული კლინიკა SALVE-ს დირექტორს ქალბატონ ირმა ბაჯელიძეს მისამართი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N58 | ||||||||||||||||
ქალბატონო ირმა, თქვენი 2016 წლის 25 თებერვლის N16 (N21613, 26.02.2016 წ.) წერილით მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: როგორც წესი, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი უზრუნველყოფს ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას პროგრამით განსაზღვრული სერვისების სარეალიზაციოდ საჭირო ინფორმაციით. თქვენი წერილით ირკვევა, რომ მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული გაქვთ სსიპ-აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა უნდა მოითხოვოთ ამავე ცენტრისაგან ან მოსარგებლეთა სათანადო მონაცემები მოიპოვოთ პროგრამით განსაზღვრული პირობებით. გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ინფორმაცია ოჯახის ორსული წევრების მიხედვით არ აღირიცხება. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს (მ.შ. გაიცეს) მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. ამასთან, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. თქვენ მოითხოვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარკვეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ინფორმაციას, რაც ცალსახად აღემატება წერილით დასახელებული მიზნების მისაღწევად საჭირო მონაცემების (ოჯახები, ორსული წევრებით) მოცულობას. ამდენად, სააგენტოს თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |