| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ასოციაციის „თანადგომა თანასწორობისთვის“ თავმჯდომარეს ქალბატონ შორენა ჭავჭანიძეს ქ. თბილისი, შარტავას ქ. N35/37 | ||||||||||||||||
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ განიხილა ვაკის რაიონის გამგეობიდან გადმოგზავნილი (№24/89721, 08.04.2016 წ.) თქვენი 2016 წლის 5 აპრილის N8 (N125258/11, 07.04.2016 წ.) წერილი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაზედაც გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით. კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება, სტატისტიკურ ინფორმაციას, გაცნობებთ, რომ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი ბაზებიდან შეუძლებელია თბილისის რაიონების მიხედვით ინფორმაციის ცალ-ცალკე გამიჯვნა. შესაბამისად, გიგზავნით, ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, მარტის თვის მდგომარეობით, სოციალური პაკეტის მიმღები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატისტიკურ ინფორმაციას (იხ. დანართის სახით).
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |