საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030448311587016

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/42908 03 / ივნისი / 2016 წ.
ააიპ-სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს
დირექტორს ქალბატონ მარიანა მორგოშიას


ქალბატონო მარიანა, 

როგორც თქვენთვის ცნობილია, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაან განხორციელების ხელშეწყობა, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირებასა და მის ადმინისტრირებას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, სოციალური დახმარების მიმღებთა გამოვლენა, დახმარების დანიშვნა, გაცემის ორგანიზებადა ა.შ.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბერის N758 დადგენილების შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი (ან რეგისტრირებული) ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა/შეფასება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა ცვლადებისა და მონაცემების საფუძველზე, რომელთა მოწოდება ხორციელდება როგორც ოჯახის უფლებამოსილი პირის, ისე კომპეტენტური ორგანოს (დაწესებულების) მიერ.

ერთ-ერთ ასეთ ცვლადს წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი (ან რეგისტრირებული) ოჯახის წევრის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობიშესახებ ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ამ მეთოდოლოგიის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია თქვენი ორგანიზაციის მიერ დამუშავებული მონაცემების ხელმისაწვდომობა სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის.

აქვე აღვნიშავთ, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირების კანონმდებლობისა და ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ შემოტანილი განაცხადის მიხედვით (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინ­ფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომა­რეო­ბას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონა­ცემთა ბაზაში რეგისტრაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის,  „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-კონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების  საფუძველზე, გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, ვისარგებლოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებადი ბაზ(ებ)ით, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ინფორმაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზში“ რეგისტრირებული ან რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის წევრების მიერ მიწის ნაკვეთის ფლობითაობაზე.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთხოვთ, აღნიშნული მონაცემების პირველადი მოწოდება განახორციელოთ ინფორმაციის მატარებლის საშუალებით, ხოლო ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად, მხარეებ წარმომადგენლებს შორის დაიგეგმოს სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის ორგანიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან, საკონტაქტო პირია - სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დიმიტრი ჩხეიძე (ტ. 595 99 44 67).

წინასწარ, მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

 

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ზაზა სოფრომაძე