| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს ქალბატონ ნანი ალანიას | ||||||||||||||||
ქალბატონო ნანი, თქვენი 2017 წლის 11 აპრილის N01/22816 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს N418 დადგენილების ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გეცნობათ წერილობით (N04/94272, 29.12.2016 წ.; 04/8937, 14.02.2017 წ.; N04/16157, 17.03.2017 წ.). 2017 წლის 28 თებერვალს, ელექტროენერგიის განაწილების ერთ-ერთ ლიცენზიანტთან (სს. ენერგო-პრო ჯორჯია) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტომ, ლიცენზიანტის მიერ წარმოდგენილი, აბონენტთა სიების დამუშავების საფუძველზე, განახორციელა 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეში ბენეფიციართა იდენტიფიცირება, ლიცენზიანტმა შესაბამის აბონენტებს გაუტარა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით, 2017 წლის იანვრის და თებერვლის სუბსიდირება სააგენტოს მხრიდან ანაზღაურებულია, ხოლო აბონენტთა 2017 წლის აპრილის თვის სია დამუშავების პროცესშია. სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან“ მიმდინარეობს წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნულ ლიცენზიანტთან, „ელექტროენერგიის ღირებულების სუბსიდირების შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |