| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს ქალბატონ ნანი ალანიას | ||||||||||||||||
ქალბატონო ნანი, თქვენი 2017 წლის 16 მაისის N014/30968 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 აგვისტოს N418 დადგენილების ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გეცნობათ წერილობით (N04/94272, 19.12.2016 წ.; N04/8937, 14.02.2017 წ.; N04/16157, 17.03.2017 წ.; N04/24043, 19.04.2017 წ.). ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტებთან (სს. „ენერგო-პრო ჯორჯია“ და სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“) გაფორმებულია „ელექტროენერგიის ღირებულების სუბსიდირების შესახებ“ ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც, დღეის მდგომარეობით, 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის და მაისის თვეში სააგენტომ განახორციელა ბენეფიციართა იდენტიფიცირება, ხოლო ლიცენზიანტებმა მოახდინეს შესაბამის ბენეფიციარებზე სუბსიდირება. სააგენტოს მხრიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში, დაფინანსებულია 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების, ხოლო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ შემთხვევაში, 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეების სუბსიდიის თანხები.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |