| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს უფროსს ქალბატონ ნანი ალანიას | ||||||||||||||||
ქალბატონო ნანი, თქვენი 2017 წლის N01/18947 წერილის პასუხად, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის N73 დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებს, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა, 2017 წლის 20 თებერვალს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში გადმოაგზავნა საქართველოში მოქმედი 10 სადაზღვევო კომპანიაში ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლე პირების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. წარმოდგენილ სიაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულ პირთა რაოდენობამ შეადგინა 538,962. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ, წარმოდგენილი სიების სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადმინისტრირებად ბაზებთან შედარების პროცესში, აღმოაჩინა გარკვეული ხარვეზები (დახარვეზებული 65,068 შემთხვევა: არ ემთხვეოდა პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სახელი/სახელის პირველი ასო, გვარი/გვარის პირველი ასო). სააგენტომ 2017 წლის 23 თებერვალს, ზემოაღნიშნული ცდომილებების დაზუსტების მიზნით, მიმართა სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სააგენტოს. მიმართვის საპასუხოდ, 2017 წლის 28 თებერვალს მათგან დაბრუნებულ სიებში, კვლავ აღმოჩნდა 33,487 შემთხვევაზე ცდომილება. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სააგენტოს მიერ ეცნობა წერილობით. დღეის მდგომარეობით, სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გადმოგზავნილი, კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულ პირთა სიები განთავსებულია სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს „სერვერზე“, რითაც, ფუნქციური აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილია შესაბამის მონაცემებზე სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმოსაწვდომობა. დამატებით გაცნობებთ, რომ სააგენტოსა და სსიპ-საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის მიმდინარეობს საჭირო, მუდმივად განახლებულ ინფორმაციაზე წვდომის სამუშაო ფორმატზე შეთანხმების ღონისძიებები, ყოველდღიურ, დროის რეალურ რეჟიმში, ამ მონაცემების სააგენტოსთვის მოწოდების უზრუნველსაყოფად. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |