|
||||
|
||||
|
იურიდიული დეპარტამენტის უფროსს
ბატონ ავთანდილ ვასაძეს |
||||
|
|
||||
|
ბატონო ავთანდილ, საერთო წარმოებაში არსებულ სსიპ-საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 4 მარტის N01-0/6400 წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საარქივო მომსახურებებზე გარკვეული შეღავათების გასავრცელებლად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემებზე წვდომას და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებებს, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: სსიპ-საქართველოს ეროვნული არქივის 2015 წლის 3 აგვისტოს №01-0/18851 წერილი, რომელზეც მიუთითებს ავტორი, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა დეპარტამენტმა და სატელეფონო საუბრის საფუძველზე, დაგეგმა შეხვედრა, თანამშრომლობის მემორანდუმის განახლების მიზნით. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასევე, სატელეფონო საუბრის საფუძველზე, სსიპ-საქართველოს ეროვნული არქივის ინიციატივით, შეხვედრა გადაიდო განუსაზღვრელი ვადით. მას შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეს, სააგენტოსთვის არ მოუმართავს. აქვე გაცნობებთ, რომ მიზანშეწონილად მივიჩნევთ, განახლდეს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ-საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობა, ვინაიდან, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე რეალურ დროში (ONLINE რეჯიმში) წვდომა, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მთერ რიგ ნორმებს. შესაბამისად, დეტალურად და კანონმდებლობის დაცვით, უნდა გაიწეროს მხარეების უფლება-მოვალეობები და სხვა საკითხები. პატივისცემით,
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ტაბატაძე |