| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გიორგი ერმაკოვს | ||||||||||||||||
თქვენი 2017 წლის 24 იანვრის N25/891 ბატონო გიორგი, თქვენი წერილის პასუხად, რომელიც ეხება ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა“ და სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ შორის 2017 წლიდან თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას, გაცნობებთ შემდეგს: პირველ რიგში აღვნიშნვათ, რომ 2017 წლიდან ხელშეკრულების ხელახალ გაფორმებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ, ვინაიდან, 2016 წლის 25 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულად ჩაითვალა ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 1 პუნქტით (განსაზღვრულ ვადაში არ გამოითქვა ერთ-ერთი მხარის მიერ შეწყვეტის სურვილი). აქვე აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიას ყოველთვიურად მოეწოდება შემდეგი მონაცემები: ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი, ოჯახის მისამართი, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ოჯახის წევრთა რაოდენობა, 18 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობა, ოჯახის სარეიტინგო ქულა და მისი მინიჭების თარიღი, ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის შემთხვევაში-საარსებო შემწეობის დანიშვნის თარიღი. განსახილველ შემთხვევაში არ არის მითითებული პირადი ნომრის მოწოდების ვალდებულება. გთხოვთ, დაგვიზუსტოთ მოთხოვნა, მემორანდუმში გარკვეული სახის ცვლილების შეტანის ან/და არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გაგრძელებასთან დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ, რომ წერილში მითითებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2013 წლის 1 ოქტომბრის N01-0064 წერილით მოცემული რეკომენდაცია წარმოადგენდა საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილების შესაბამისად, სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ბიომეტრიული რეგისტრაციის საფუძველზე, საარჩევნო უფლების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ბიომეტრიული რეგისტრაციის ,,კარდაკარის პრინციპით“ განხორციელების მიზნით, ერთჯერადად, პერსონალური ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით გასაცემ ინფორმაციას. თქვენ მიერ დასაბუთებად მითითებული 2013 წლის 1 ოქტომბრის N01-0064 წერილი არ შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული სახით მონაცემების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტად, ვინაიდან, ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და ამგვარ მონაცემთა გადაცემის ან მათზე წვდომის მინიჭების დროს უზრუნველყოფილ უნდა იქნეს როგორც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები, ასევე უნდა არსებობდეს ასეთი მონაცემების დამუშავების საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მათი დამუშავებისათვის (მათ შორის, გაცემისათვის) უნდა არსებობდეს ამავე კანონის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლები და მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (ამავე მუხლის მე-3 პუნქტი). სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, საკითხის სამართლებრივად დასაბუთებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იმსჯელოს მხარეთა შორის მემორანდუმში ამ მხრივ ცვლილებების შეტანის თაობაზე. პატივისცემით,
სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ მოდებაძე |