| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს ქალბატონ სოფიო მიქელაძეს | ||||||||||||||||
ქალბატონო სოფიო, თქვენი 2016 წლის 4 აპრილის N25/5326 (N1523, 07.04.2016 წ.) წერილის პასუხად, რომელიც ეხება სააგენტოს ადმინისტრირებადი ბაზებიდან გარკვეული ინფორმაციის მოწოდებას, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით. კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად, მესამე პირისათვის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლის პასუხისმგებლობას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, სააგენტოს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გაცემის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. რაც შეეხება, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ გარკვეული ინფორმაციის მოწოდებას, გაცნობებთ, რომ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოსა და სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის, 2014 წლის 17 თებერვლის თანამშრომლობის მემორანდუმს ამოეწურა მოქმედების ვადა, რის გამოც, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მის განახლებას. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს თქვენთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას. გთხოვთ, გვაცნობოთ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |