| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ მირანდა არაბიძეს | ||||||||||||||||
ქალბატონო მირანდა, თქვენი 2016 წლის 18 აგვისტოს N01/218299 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ციური მენაბდიშვილის (პ/ნ 01002008597) პირადი ინფორმაციის გამოთხოვის ფაქტს, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ნ ბრძანებით დამტკიცებული დებულების და „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაციის სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიწოდების შესახებ“ 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებში, სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლებისთვის მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, ფუნქციონირებს „პიროვნების საძიებო სისტემა“. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირის ფოტოსურათი მოიცავს განსაკუთრებული კატეგორიის, მათ შორის, ამ პირის ბიომეტრიულ მონაცემებს, რომელთა დამუშავება აკრძალულია, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა). ამასთან, ხსენებული კანონი ადგენს, რომ მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი. თუ გავითვალისწინებთ სააგენტოს ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ სერვისებს, ნებისმიერი მათგანის ადმინისტრირება ძირითადად ითვალისწინებს პირის იდენტიფიცირებას არა ფოტოსურათით, არამედ, პირადი ნომრით, სახელით, გვარით, რეგისტრაციის ადგილით, დაბადების თარიღით. ამასთან, პირადობის მოწმობისა და მისი ასლის წარდგენა ხდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით (განცხადება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, პირის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოებისას, სავალდებულოა მისი იდენტიფიკაცია პირველ რიგში, პირადი ნომრით და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი რეკვიზიტებით (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა). თუ პირის (მაძიებელი) ან მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია პირადი ნომრით ვერ ხერხდება, სააგენტოს აქვს საფუძველი, არ განიხილოს მისი მოთხოვნა, თუმცა ასეთ დროს უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს. იმ შემთხვევაში, თუ პირის იდენტიფიცირება ფოტოსურათით არ წარმოადგენს სააგენტოს თანამშრომლის მოვალეობას, მისთვის ფიზიკური პირის ფოტოსურათი „პიროვნების საძიებო სისტემაში“ ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიზიკურ პირზე არსებული ინფორმაცია, მათ შორის, ციური მენაბდიშვილის (პ/ნ 01002008597) პირადი მონაცემები, ფოტოსურათის ჩათვლით, 2016 წლის 1 აგვისტოს, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოში გადმოიგზავნა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ციური მენაბდიშვილის პირად ინფორმაციას ფოტოსურათის გარეშე, ამობეჭდილია „პიროვნების საძიებო სისტემიდან“, რომელიც განკუთვნილია შიდა სამსახურებრივი სარგებლობისათვის, მხოლოდ სააგენტოს თანამშრომლებისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |