| ||||||||||||||||
საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049 | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სენაკის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსს ქალბატონ თეა ფიფიას ასლი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ ამირან გამყრელიძეს | ||||||||||||||||
ქალბატონო თეა, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა თქვენი 2017 წლის 22 მარტის N31/76195 წერილი. საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ: ლუიზა წახნაკიამ (პ/ნ01019005620) „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარმოების ელექტრონულ სისტემაში“ 2017 წლის 17 თებერვალს (20:05 საათი) შექმნა გარდაცვალების შესახებ N 987451056734 სამედიცინო ცნობა, თუმცა შემთხვევა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადააგზავნა 5 მარტს (20:35 საათი), ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შემთხვევის მიღება დაადასტურა ამავე დღეს. აქვე გაცნობებთ, რომ 2017 წლის 17 თებერვალს, შეუზღუდავად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე, მიმდინარეობდა დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების დარეგისტრირება, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, 17 თებერვალს გადაიგზავნა ქვეყნის მასშტაბით, დაბადების 189, ხოლო გარდაცვალების 166 შემთხვევა. სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ, რომ 2017 წლის 17 თებერვალს „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის წარმოების ელექტრონულ სისტემაში“ რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს/გაუმართაობას ადგილი არ ჰქონია. პატივისცემით,
დირექტორის მოადგილე თენგიზ აბაზაძე |