საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030457635822616

საქართველო, თბილისი 0119; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/44037 08 / ივნისი / 2016 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა
მინისტრის მოადგილეს ბატონ გრიგოლ გიორგაძეს


ბატონო გრიგოლ,

თქვენს 2016 წლის 31 მაისის N04/07/14724 წერილთან დაკავშირებით, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

        საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“ (იხ. დანართის სახით). 

             აღნიშნული წესი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. ამ წესის მიზანიასოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშიეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ოჯახის სარეიტინგო ქულის დადგენა.

        ამავე ბრძანებით დამტკიცებულია „ოჯახის დეკლარაციის“ ფორმა.  „ოჯახის დეკლარაცია“ წარმოადგენს სპეციალური ფორმის დოკუმენტ, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
       „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“ ფორმირებულია „ოჯახის დეკლარაციის“ მონაცემების საფუძველზე და მოიცავს სწორედ მის ანალოგიურ ველებს.

 

პატივისცემით,

 

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე