|
||||
|
||||
|
ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს
ქალბატონ ლელა მამულაშვილს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო ლელა, თქვენი 2017 წლის 15 თებერვლის N04-2928 სამსახურებრივი ბარათის პასუხად, რომლითაც გვთხოვთ შენიშვნებსა და წინადადებებს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N638 დადგენილებით დამტკიცებული „სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის (დანართი N18) მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, „რეფერალური დახმარების მიწოდების ორგანიზებისათვის ერთიანი ცენტრალიზებული თავსებადი GPS სისტემის ფუნქციონირების და GPS სისტემის ტექნიკური მართვის უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტის ირგვლივ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტისაგან, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების მიზნით, მიღებულ სპეციფიკაციებთან დაკავშირებით, გაცნობებთ შემდეგს: პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამედიცინო ტრანსპორტირების“ კომპონენტს ახორცილებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, მთელ პროგრამას კოორდინირებას უწევს სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის სახით. პროგრამის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენაც ხორციელდება ამავე მაკოორდინირებელ ორგანოსთან, ხოლო მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მიმწოდებელი დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მიერ განმახორციელებლისათვის მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, რაიმე სახის ვალდებულება, ხსენებული ცენტრალიზებული თავსებადი GPS სისტემის ფუნქციონირების და GPS სისტემის ტექნიკური მართვის უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის ღონისძიებებში სააგენტოს და მითუფრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს არ გააჩნია. გარდა ამისა, საკითხზე მსჯელობა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მხრიდან მოითხოვს ხსენებული კომპონენტის პრაქტიკული რეალიზაციის ანალიზს და შეფასებას, რაც დაკავშირებულია დროის და ადამიანურ რესურსებთან. ამდენად, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფლებამოსილებას სცილდება წარმოდგენილ სპეციფიკაციებზე მსჯელობა, მათ შორის, შენიშვნებისა და მოსაზრებების დაფიქსირება. პატივისცემით,
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ტაბატაძე |