საქართველოს შრომის,   MINISTRY OF LABOUR, HEALTH
ჯანმრთელობისა და სოციალური AND SOCIAL AFFAIRS OF GEORGIA
დაცვის სამინისტრო Legal Entity of Public Law
საჯარო სამართლის
იურიდიული პირი
სოციალური მომსახურების SOCIAL SERVICE
სააგენტო AGENCY
 
KA030466030122816

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 510 047; 510 048; 510 049

№ 04/13439 19 / თებერვალი / 2016 წ.
დიდუბის რაიონის გამგებელს
ქალბატონ ირმა ზავრადაშვილს

მისამართი: თბილისი, გრ. რობაქიძის N2


ქალბატონო ირმა,

თქვენი 2016 წლის 15 თებერვლის N42/32025 წერილის პასუხად, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო, წერილში მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, გაცნობებთ:

კონსტიტუციის 41- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის  თანხმობის გარეშე. ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლისქვეპუნქტის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ ამავე კანონის მე-6 მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, მონაცემთა სუბიექტის (თვით ამ პირის) თანხმობით.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის N190/ ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებშისააგენტო ამუშავებსსოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“, სადაც, ოჯახის დეკლარაციის მიხედვით, ფიქსირდება მარტოხელა პენსიონერის მონაცემი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოაღნიშნული ბაზიდან ვერ ხორციელდება კონკრეტულად დიდუბის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების გამოყოფა. შესაბამისად, გიგზავნით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ფარგლებში, 2016 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით რეგისტრირებული იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემებს, სადაც, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზისმიხედვით, ფიქსირდება მარტოხელა პენსიონერი (იხ. დანართის სახით).

რაც შეეხება  მრავალშვილიანი ოჯახების თაობაზე ინფორმაციას, გთხოვთ, თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, დააზუსტოთ მრავალშვილიანი ოჯახის განმსაზღვრელი კრიტერიუმი არასრულწლოვანთა რაოდენობის მიხედვით,რის შემდეგაც, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებას.

 

პატივისცემით,

 

დირექტორის მოადგილე
თენგიზ აბაზაძე